ბოლო 25 წლის განმავლობაში გლობალური გენერაციის დადგმული სიმძლავრე არაგანახლებადი წყაროებით გაორმაგდა, ხოლო განახლებადი წყაროების დადგმული სიმძლავრე ხუთჯერ არის გაზრდილი, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ სექტორულ კვლევაში - "მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში" არის ნათქვამი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად იმ ძირითად გამოწვევებსაც მოიცავს, რასაც ინვესტორები პროექტების განხორციელებისას აწყდებიან.

პროექტის განვითარების ეტაპების მიხედვით გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან მზის პროექტების ინვესტორები საქართველოში შემდეგია:

წინასწარი მოკვლევა

  • -სახელმწიფო მიწის არაფორმალური გამოყენება ადგილობრივების მიერ
  • -საჰაერო დერეფანში არსებული კერძო ნაკვეთები
  • -თავისუფალი სიმძლავრე ქვესადგურში

პროექტის განვითარება
-შეზღუდული ადგილობრივი გამოცდილება დიდი მზის სადგურების დიზაინის შექმნასა და მშენებლობაში

პროექტის იმპლემენტაცია

  • -დაგეგმილი და რეალური ვადების შეუსაბამობა
  • -რეგიონული თავისებურებები პროექტის შეთანხმებისა და იმპლემენტაციის პროცედურებში.

„გლობალური განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრის დეკომპოზიციამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში. 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზის ენერგიის მნიშვნელოვნად გაზრდილი სიმძლავრეები მეტწილად ტექნოლოგიის ფასის საგრძნობი შემცირებით აიხსნება. 

მიუხედავად სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით დაბალი ეფექტურობისა, შემცირებული ხარჯები საკმარისია მზის პროექტების კომერციალიზაციისთვის. 

მზის ენერგიის არასტაბილურობიდან გამომდინარე, დადგმული სიმძლავრის პარალელურად აუცილებელია შემნახველი მოწყობილობების განვითარება.

2024 წელს ადგილობრივი მოხმარებიდან 4 ტერავატსაათი თბოგენერაციით და იმპორტით შეივსო.

მზის ირადიაციის და დიდი ქვესადგურების კომბინაციით სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და კახეთი მზის სადგურებისთვის ოპტიმალური ლოკაციებია.

საშუალო ვადიან პერსპექტივაში, მზის სადგურებზე დაფიქსირებული ინტერესის სრულად რეალიზება ნაკლებად სავარაუდოა, რაც ძირითადად ქსელის შეზღუდვით არის განპირობებული.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მზის სადგურის ერთი MW დადგმული სიმძლავრის ღირებულება დამატებით საგრძნობლად არის შემცირებული და საქართველოს მაგალითზე USD 445,000-ს შეადგენს“, - წერია კვლევაში.