Allan Gray Proprietary Limited-მა TBC Bank Group PLC-ში (TBC PLC) საკუთარი წილი 3.8861%-დან 2.993%-მდე შეიმცირა.
შედეგად, მის საკუთრებაში არსებული ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების რაოდენობა 1,682,584-ით განისაზღვრა.
ვაჭრობა სამხრეთ აფრიკაში, კეიპთაუნში, 27 ივნისს მოხდა.
შეგახსენებთ, რომ Allan Gray-მ TBC PLC-ში წილი 2023 წლის 2 ნოემბერსაც შეიმცირა, 4.9897%-დან 3.9978%-მდე.