Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკელი სენატორები დღეს ახალი კანონპროექტს წარადგენენ, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე აშშ-ს სანქციებს მნიშვნელოვნად გააფართოებს.
ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებს მოსკოვი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის მიერ ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული შეზღუდვების ასარიდებლად იყენებს. ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მოსკოვის ომის დაფინანსებას ემსახურება.
FT აღნიშნავს, რომ აღნიშნული ხომალდები ფარული მფლობელობით გამოირჩევიან, რაც სანქციების აღსრულებას ართულებს, თუმცა უშუალოდ ამ გემების წინააღმდეგ მიღებული ზომები ეფექტიანად საკმაოდ მიიჩნევა.
გამოცემის ცნობით, "ჩრდილოვანი ფლოტის აქტს" რესპუბლიკელი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი წარადგენენ.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სანქციები ასევე რუსეთის თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) პროექტებსა და ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზასაც შეეხება.
"პუტინი ყველა ხრიკს გამოიყენებს, რათა აშშ-ს სანქციებს გაექცეს, ხოლო აშშ მკაცრ ზომებს იღებს იმ უკანონო ჩრდილოვანი ფლოტის გემების წინააღმდეგ, რომლებსაც იგი ომის დასაფინანსებლად იყენებს" - განაცხადა რიშმა განცხადებაში.