ევროპელი სოციალისტების პარტიის (PES) ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი რიგებიდან გარიცხოს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პარტია Smer-SD, რომლის წევრობაც 2023 წელს შეჩერდა.
Politico-ს ოთხმა ინფორმირებულმა თანამოსაუბრემ განუცხადა, რომ PES-ის პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი Smer-SD-ის გარიცხვას, 11 სექტემბერს ჩატარებულ სხდომაზე.
ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ევროპელი სოციალისტების პრეზიდიუმის სხდომაზე დამტკიცხდება, რომელიც 16-18 ოქტომბერს ამსტერდამში ჩატარდება. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის არის, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სულ უფრო შორდება ევროპელ სოციალისტებს, აფერხებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და ძირს უთხრის კანონის უზენაესობას საკუთარ ქვეყანაში.