ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია Arnika-ს კვლევამ რუსთავში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია გამოავლინა

 14 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება, ამბობს, რომ დაბინძურების ძირითად წყარო მსხვილი მეტალურგიული ქარხნები და ცემენტის საწარმოებია

 „სწორედ ამ სამრეწველო ზონების, კერძოდ, მეტალურგიული ქარხნების, ცემენტის საწარმოებისა და წიდის საწყობების გარშემო აღებულ ნიადაგისა და მტვრის ნიმუშებში გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო ნივთიერების მომატებული კონცენტრაცია“, - წერია კვლევის ანგარიშში.

 მაგალითად, ავტორები წერენ, რომ სამრეწველო ტერიტორიის სიახლოვეს აღებულ ქუჩის მტვერში ვერცხლისწყლის, ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა საბაზისო დონეებს, შესაბამისად, 4.5-ჯერ, 24-ჯერ და 26-ჯერ აღემატებოდა.