აშშ ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი მოგვარდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ომის მოგვარების შემდეგ, ჩვენ ხელს შევუწყობთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს მოხდება“, - განუცხადა ტრამპმა Fox News-ს.

მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ხელშეწყობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა და რომ ის „ძალიან იმედგაცრუებულია“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.

„ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობის გამო ყველაზე მარტივი შესათანხმებელი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იქნებოდა. ამიტომ იმედგაცრუებული ვარ“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კვლავ სჯერა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობა არსებებს და რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა ევროპის მხრიდან რუსული ნავთობის ყიდვის შეწყვეტაა.

„საბოლოო ჯამში, თუ ნავთობის ფასები დაეცემა ან თუ რუსეთი ნავთობს ვერ გაყიდის, მათ სხვა გზა არ ექნებათ გარდა იმისა, რომ დათანხმდნენ. ევროკავშირის ან ნატო-ს ქვეყნები, როდესაც ისინი რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ, ეს არ არის საუკეთესო რამ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ipn.ge