Bloomberg-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად გადააჭარბა 120 000 დოლარს, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 30%-ით მეტია.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აშშ-ის არჩევნებში გამარჯვების, ასევე საფონდო ბირჟაზე სავაჭრო ფონდების (ETF) მხრიდან ძლიერი მოთხოვნის ფონზე ინვესტორების ოპტიმიზმი კრიპტოვალუტების მიმართ გაიზარდა.
„ბიტკოინი სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც მაკროეკონომიკური რისკებისგან დაცვა“, - განაცხადა ჯორჯ მანდრესმა, XBTO Trading-ის უფროსმა ტრეიდერმა.
ბიტკოინის გარდა, გაიზარდა სხვა კრიპტოვალუტებიც: ეთერიუმმა 1.5%-ით მოიმატა, XRP-მა და Solana-მ - დაახლოებით 2.7%-ით.
BTC Markets-ის ანალიტიკოსი რეიჩელ ლუკასი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი კიდევ უფრო გაიზრდება და 125 000 დოლარს მიაღწევს.