დიდი ბრიტანეთი უარს იტყვის ქაღალდის აქციების გამოყენებაზე, რაც, ფინანსისტების აზრით, შეამცირებს კომპანიების ხარჯებს და გაზრდის ბრიტანული ბაზრის მიმზიდველობას. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ინიციატივა ქვეყნის ფინანსთა მინისტრს რეიჩელ რივზს ეკუთვნის, რომელიც ცდილობს კაპიტალის ბაზრების სრულად გაციფრულებას, რათა ბრიტანული ფინანსური სისტემა უფრო თანამედროვე და ეფექტური გახდეს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რივზი რეესტრის გაციფრულებასთან ერთად, გეგმავს, აქციების აღრიცხვისა და შენახვის ერთიანი სისტემის შექმნას.

წყაროს ინფორმაციითვე, მინისტრი ქაღალდის აქციების გაუქმების შესახებ 15 ივლისს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთი, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მსხვილ გლობალურ ბაზრებს შორის, რომელიც კვლავ იყენებს ფიზიკურ აქციებს.