ივნისის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 9.4 პროცენტითაა გაზრდილი. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისივე ცნობით, ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.4 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

წინა თვესთან შედარებით კი აღნიშნულ ჯგუფში ფასები 0.5%-თაა მომატებული.

ქვეყნის მასშტაბით, 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 პროცენტი შეადგინა.

წყარო: jandacva.ge