საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს . სწორედ ამ მიზნით, 23 ივნისიდან საჩუქრების კამპანია დაიწყო, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ციფრული არხების გამოყენებისას ფულადი პრიზები მიიღონ და სხვადასხვა სერვისით საკომისიოს გარეშე ისარგებლონ.
კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და 30 სექტემბრამდე დისტანციური არხების მეშვეობით გახსნიან მას.
- იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ და ბიზნეს ანგარიშს გახსნიან.
- იურიდიულ პირებს, რომლებსაც 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.
კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ბიზნესის ციფრული არხებიდან (ბიზნეს ინტერნეტბანკი ან მობილბანკი) გააქტიუროს ბიზნეს ნაკრები M პაკეტი საკომისიოს გარეშე 3 თვის განმავლობაში. კამპანიაში მონაწილე ბიზნესები ასევე საჩუქრად მიიღებენ MasterCard ბიზნეს ბარათს რომელზეც კამპანიის პერიოდში ნებისმიერ გადახდაზე 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ.(მაქსიმუმ 500 ლარამდე);
- გარდა ამისა, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ორი სარგებლიდან აირჩიოს ერთ-ერთი :
- საკომისიოს გარეშე გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, მათ შორის სახაზინო გადარიცხვებიც;
- ან საკომისიოს გარეშე გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში.
გარდა აღნიშნული სარგებლისა, ყველა მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება კამპანიში სადაც მინიმუმ 50 ლარიან ტრანზაქციებზე შესაძლებლობა აქვთ, შემდეგი ფულადი პრიზები მიიღონ:
- ყოველი მე-1000 ტრანზაქცია – 100 ლარი;
- ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია – 12 500 ლარი.
გათამაშებაში მონაწილეობს:
- გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში;
- გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, (მათ შორის სახაზინო გადარიცხვები).
საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომის გამარტივებას. კამპანიის შესახებ დამატებითი დეტალების მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტებით სარგებლობისა და კამპანიაში ჩართვისთვის ბიზნეს მობილბანკი ან გამოიყენეთ ბიზნეს ინტერნეტბანკი.