მოლდოვის ბანკის, Miab-ის ქართველი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე ე.წ. „რუსული კანონის" დაინიცირებასა და საპროტესტო აქციებს Facebook-ზე ეხმიანება

„განსაკუთრებულად იშვიათი შესაძლებლობა გვაქვს, რომელიც ალბათ 100, 200, ან საერთოდაც 800 წელიწადში ერთხელ ჩნდება, როდესაც შეგვიძლია ისეთი რაღაცის ნაწილი გავხდეთ, რაც საქართველოს მომდევნო თაობებს სტაბილურობასა და უკეთეს ცხოვრებას მოუტანს. როგორ შეგვიძლია, ეს შესაძლებლობა მცდარ კანონზე დავხარჯოთ, რომელზეც ყველა (გარდა რუსეთისა) თანხმდება, რომ საქართველოს საკუთარი მიზნებისგან აშორებს?

არ დაგვავიწყდეს, რუსეთმა საქართველოში რა ჩაიდინა.

საქართველოს კუთვნილი ადგილი, ისევე როგორც მოლდოვისა და უკრაინის, ევროკავშირშია!” - წერს გიორგი შაგიძე.