რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის არხზე საქართველოში აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ქართველი მოქალაქეების პროტესტს და დარბევას ეხმაურება და წერს, რომ ყველა ამ აქციის მიღმა გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს.

„თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ მსჯელობა ქუჩის შეტაკებებისა და მხიარული ქართული ჩხუბის სფეროში გადავიდა. ვინც მსგავს ქმედებებს სპონტანურ პროტესტს უწოდებს, პირველმა ესროლოს ქვა საკუთარ სარკეს. ყველა ამ აქციის მიღმა გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდის ხელი ჩანს.

მთავარი, რაც „პროტესტანტებს“ არ მოსწონთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს არის ის, რომ თუ თურმე ის „რუსული იდეაა“ და არა დასავლური ინიციატივა“, – მედვედევი.

მედვედევი თავის პოსტში აგენტების ქართულ კანონს აფასებს, როგორც „სრულიად ლოიალურს, რომელიც ნებას უშვებს უცხოელი აგენტების საქმიანობას, მაგრამ სამართლიანად მოითხოვს მათგან გამჭვირვალობას და ხელს უშლის ფარულ უკანონო საგარეო ჩარევას სახელმწიფოს შიდა საქმეებში, მის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში“.