ე.წ. რუსული კანონის მიღება, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ბიზნესზე, ინვესტიციებზე და ქვეყნის მომავალზე - ამის შესახებ „კომერსანტს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ უთხრა, მისი თქმით, კანონი  აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და ევროპულ პერსპექტივაზეც.

„არ მგონია, რომ ამ კანონმა ხელი შეუწყოს ქვეყანას, თუ ხელს არ შეუშლის ნამდვილად არ შეუწყობს. ვფიქრობ, რომ თუ საღი  აზრი  შერჩენია უმრავლესობას, ეს კანონი უკან უნდა გაიტანოს“ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.