თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, დარიალის და ბერძენიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ნუგზარ საჯაიას, ზურაბ ავალიშვილის, ყიფშიძის, ირაკლი აბაშიძის, კოკა კლდიაშვილის, მირცხულავას, ბაზალეთის, ფალიაშვილის  და არაყიშვილის  ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის, ლადო კოტეტიშვილის, ვიქტორ დოლიძის, ილია სუხიშვილის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 


ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, მირიან მეფის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.