საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„12:00-დან 16:00 საათამდე ბაღში მოსულ ვიზიტორებს ეკოშემეცნებითი აქტივობები, მცენარეების დარგვის მასტერკლასი, ჯამბაზის წარმოდგენა, ხატვის მასტერკლასი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა ელოდებათ.

ამ დღესთან დაკავშირებით, ბაღში შესვლა ყველა ვიზიტორისთვის იქნება უფასო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.