პარლამენტის მიმდებარედ, აქციაზე ვითარება დაიძაბა. სამართალდამცავი ორგანოებიე ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს აკავებენ, მათ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, 4 პირია დაკავებული. ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის არიან დაკავებული.

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათიდან მიმდინარეობს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ფოტო: IPN