მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა 3-თვიანი სტაჟირების კონკურსში, ვინაიდან სტაჟირება არის ანაზღაურებადი და ითვლება სამუშაო სტაჟში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სტაჟიორთა შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება, GPA - ქულათა საშუალო მაჩვენებელი და გასაუბრება, ხოლო თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა აკადემიურ მოსწრებას მიენიჭება.
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე მეორედ ცხადდება 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი. აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც არის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან სწავლობს მაგისტრატურაზე; ასევე - 2024-2025 წლის გაზაფხულის სემესტრში დაამთავრა ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება, GPA - ქულათა საშუალო მაჩვენებელი და გასაუბრება. თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება აკადემიურ მოსწრებას. მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა, ვინაიდან სტაჟირება არის ანაზღაურებადი და ითვლება სამუშაო სტაჟში. წინა სტაჟირების პროგრამის შედეგები ასეთია: 2 000-მდე სტუდენტის და კურსდამთავრებულების მიღება მოხდა სტაჟირების პროგრამაზე და 20-25%-მა გააგრძელა მუშაობა, როგორც სრულფასოვანმა თანამშრომელმა ამა თუ იმ სამინისტროში, სსიპ-ის, თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომლის რანგში. სტაჟირების პროგრამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები, სტუდენტები თუ კურსდამთავრებულები, უშუალოდ ხედავენ, როგორ ხდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამების განხორციელება, გადაწყვეტილებების მიღება და აკადემიურ მოსწრებასთან ერთად იღრმავებენ პროფესიულ, პრაქტიკულ გამოცდილებას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
"საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების წინა კონკურსში გამარჯვებულთა 25% დასაქმდა ამა თუ იმ სამინისტროში" - ლევან ჟორჟოლიანი

,,ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმ ფაქტს, რომ ახლა შემოთავაზებულია კოლექტიური უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის გარეშე"- ლავროვი
ევროპელებმა სცადეს, ნაფტალინიდან ამოეღოთ კონფლიქტი, რომელიც აქტუალური აღარ არის, რათა ძირი გამოუთხარონ რუსეთს-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციის ძალისხმევას - რუსეთის რწმუნებული გაეროში 2008 წლის ომზე
,,პუტინი ევროპელებისთვის საფრთხეა და ჩვენ გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ" - მაკრონი
„ჩინეთისა და ევროპის ერთობლივი მონაწილეობის გარეშე, „შუა დერეფნის“ ინიციატივის წარმატება რთულად მისაღწევი იქნება“ - ჩინეთის ელჩი
„საკუთარი გადაწყვეტილებით შევიჩერეთ საკუთარი მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში“ – ირაკლი კობახიძე