Rankingroyals-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში, 199 ქვეყანას შორის, ქართული პასპორტი 116 მიმართულებით 50-ე ადგილზეა და რეგიონში ყველაზე ძლიერი პასპორტია.

Rankingroyals-ის მიხედვით, 52-ზეა თურქეთი - 110 ქულით, 68-ზეა ბელარუსი 78 მიმართულებით, 76-ზე აზერბაიჯანი 70 მიმართულებით, 79-ზე სომხეთი 66 მიმართულებით; ქართულ პასპორტზე ძლიერი პასპორტი აქვს რუსეთს. Rankingroyals წერს, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია ერთი პოზიციით დაწინაურდა და 49-ე ადგილზეა 118 მიმართულებით; 144 მიმართულებით უკრაინა 36-ე ადგილზეა.

Rankingroyals-ის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონურია. სამეულშია - სინგაპურისა და სამხრეთ კორეის პასპორტები.

ისტორიულად, ევროპის ქვეყნები ყველაზე ძლიერი პასპორტების სიაში დომინირებენ, მაგრამ ბოლო წლებში აზიის ქვეყნებმა გადაინაცვლეს ლიდერის პოზიციაზე.

წელს ყველაზე მძლავრი პასპორტის მქონე 3 ქვეყანა აზიაში იყო: იაპონია, სინგაპური და სამხრეთ კორეა; გერმანული და ესპანური პასპორტები ყველაზე ძლიერი პასპორტებია ევროპაში; შეერთებული შტატები მე-7 პოზიციაზეა 187 მიმართულებით.

10 წლის წინ, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პასპორტის მფლობელებს შეეძლოთ უვიზოდ მოგზაურობა მხოლოდ 72 ქვეყანაში. 2023 წელს ეს რიცხვი 178-მდე გაიზარდა.

ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონე ქვეყნებს ათეულია ასეთია:

ქვეყნის სახელი/უვიზო მიმოსვლა, ან ჩასვლისთანავე იოლი წვდომა სხვა ქვეყნებთან; 

იაპონია 193 ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა, ან ჩასვლისთანავე იოლი წვდომა სხვა ქვეყნებთან;

სინგაპური - 193;

სამხრეთ კორეა 192;

გერმანია 191;

ესპანეთი 191;

ფინეთი 190;

იტალია 190;

ლუქსემბურგი 190;

ავსტრია 189;

დანია 189;

ნიდერლანდები 189;

შვედეთი 189;

საფრანგეთი 188;

ირლანდია 188;

პორტუგალია 188;

გაერთიანებული სამეფო 188;

ბელგია 187;

ჩეხეთის რესპუბლიკა 187;

ახალი ზელანდია 187;

ნორვეგია 187;

შვეიცარია 187;

შეერთებული შტატები 187;

ავსტრალია 186;

კანადა 186;

საბერძნეთი 186;

მალტა 186;

უნგრეთი 185;

პოლონეთი 185;

ლიტვა 184;

სლოვაკეთი 184.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე ძლიერ პასპორტად ითვლება ის პასპორტი, რომელიც უზრუნველყოფს უვიზო მიმოსვლის ან ჩასვლისთანავე წვდომას მსოფლიოს რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან. მაგალითად, 193 მიმართულებაზე უვიზო ან ჩასვლისთანავე წვდომით, იაპონიისა და სინგაპურის პასპორტები 2023 წლის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტებია.

ინდექსი 199 სხვადასხვა პასპორტისა და 227 განსხვავებული სამოგზაურო მიმართულების მიხედვით შედგა. მისი განახლება ყოველ 3თვეში ერთხელ ხდება .