მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, ევროპაში მორიგი გლობალური კონფლიქტის შესახებ ღელავენ.

YouGov-ის ახალი გამოკითხვის თანახმად, ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში გამოკითხულ 7,000-ზე მეტი მოქალაქის 41%-დან 55%-მდე ფიქრობს, რომ მომდევნო ხუთიდან ათ წლამდე პერიოდში კიდევ ერთი მსოფლიო ომი დაიწყება.

მათი დიდი უმრავლესობა კი ვარაუდობს, რომ მსგავსი კონფლიქტის გაღვივების შემთხვევაში, ჩართული მხარეები ბირთვული იარაღს გამოიყენებენ.

იტალიაში გამოკითხულთა 66%-ი, დიდ ბრიტანეთში კი 89% ფიქრობს, რომ დაპირისპირებაში მათი ქვეყანაც იქნება ჩართული, თუმცა ამასთან, არსებობს მკაფიო განცდა, რომ ევროპის ჯარების გლობალური სამხედრო კონფლიქტისთვის მზად არ არიან.

მხოლოდ საფრანგეთში, 44%-ს სჯერა, რომ მათი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში ქვეყნის ეფექტურად დაცვა შეეძლებათ.

დანარჩენ ოთხ ქვეყანაში კი მოქალაქეებს ამის იმედი არ აქვთ – განსაკუთრებით გერმანიაში, სადაც მხოლოდ 16%-მა განაცხადა, რომ საკუთარ ჯარს ენდობა, იტალიაში კი 20%-მა.

კვლევის თანახმად, ევროპაში მშვიდობის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა რუსეთია – დასავლეთ ევროპელების 82% რუსეთის ფედერაციას კონტინენტისადმი სერიოზულ ან საშუალო დონის საფრთხედ მიიჩნევს. მეორე უდიდესი კი საფრთხე ტერორიზმია, რისიც გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მეტად გერმანიაში ეშინიათ.

წყარო: euronews georgia