ევროკავშირმა მოამზადა 84 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის სია, რომელზედაც შესაძლოა ტარიფები დაწესდეს, მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკაა, იტყობინება Bloomberg.

როგორც გამოცემა წერს ეს ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ აშშ 1 აგვისტოდან დააწესებს გამოცხადებულ 30%-იან ტარიფს ევროპულ საქონელზე.

ევროკავშირის საპასუხო ზომების განახლებული მეორე პაკეტი მოიცავს 72 მილიარდი ევროს (84 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების პროდუქციის ჩამონათვალს, მათ შორის:

თვითმფრინავები (კერძოდ Boeing) - თითქმის 11 მილიარდი ევრო;

სამრეწველო აღჭურვილობა - 9.4 მილიარდი ევრო;

მსუბუქი ავტომობილები - 8 მილიარდი ევრო;

ხილი და ბოსტნეული - 2 მილიარდი ევრო;

ალკოჰოლური სასმელები (კერძოდ ბურბონი) - 1.2 მილიარდი ევრო.