ჩინეთი მზადაა გააგრძელოს პრაქტიკული თანამშრომლობა ირანთან სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად განვითარებას, მიუხედავად თეირანის ისრაელზე თავდასხმისა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ, ირანელ კოლეგას - ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს განუცხადა.

„ჩინეთი მზადაა სტაბილურად განავითაროს პრაქტიკული თანამშრომლობა ირანთან სხვადასხვა სფეროში და ხელი შეუწყოს ჩინეთ-ირანის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იიმ ორშაბათს.