გორის „დილა“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „რიგასთან“ საპასუხო მატჩისთვის ემზადება.

ქართულ-ლატვიური დაპირისპირების პირველი რაუნდი რიგაში გაიმართა და ბალტიისპირელების გამარჯვებით დასრულდა – 2:1. ეს ანგარიში გორელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალურ შანსს უტოვებს.

განმეორებით შეხვედრას ნორვეგიელთა ბრიგადა უმსაჯებს – მთავარი არბიტრი მოჰამედ უსმან ასლამი იქნება, რომელსაც ხაზზე იორგენ რონინგ ვალშტადსვე და ალფ ოლავ როსლანდი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯი კი მარიუს ჰანსენ გროტა იქნება.

კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩში გორის „დილა“ ლატვიურ „რიგას“ 31 ივლისს 20:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მატჩამდე 24 საათით ადრე ბილეთების 60% გაყიდულია.

1tv.ge