აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკისთვის გაზრდილი ტარიფების დაწესების ვადა 90 დღით შეაჩერა.

ტრამპის თქმით, სწორედ ამ ვადით შენარჩუნდება არსებული 25%-იანი ტარიფები. ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შეინბაუმთან გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად მიიღო.

მისი განმარტებით, მექსიკასთან დაკავშირებული სირთულეები განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან როგორც პრობლემების, ასევე აქტივების თვალსაზრისით.

1tv.ge