სტარტაპი Twiliner–ი აამოქმედებს ორსართულიან ღამის ავტობუსებს ამ წლის ბოლოს, რომლებიც შეიძლება გახდეს კარგი ალტერნატივა როგორც თვითმფრინავებისთვის, ასევე მატარებლებისთვის – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ჯერჯერობით, პირველი მარშრუტები შვეიცარიის ქალაქებს ბარსელონასა და ამსტერდამთან დააკავშირებს, თუმცა მოგვიანებით ამ ავტობუსების ქსელმა ყველა ევროპული დედაქალაქი უნდა მოიცვას.
მგზავრობის ღირებულება, დატვირთვის მიხედვით, მარშრუტზე 170 ევროდან იწყება, რაც მოიცავს ხელბარგს და დიდ ბარგს.