ირანმა კატარში და ერაყში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა კატარში მდებარე ალ-უდეიდას ავიაბაზის მიმართულებით 6 რაკეტა, ხოლო ერაყში მდებარე აინ ალ-ასადის ბაზის მიმართულებით ერთი რაკეტა გაუშვა.
Reuters-ის ცნობით, კატარის დედაქალაქ დოჰას ცაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.
ერაყში, აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.