ირანმა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ სავარაუდოდ არ მიიღებს მონაწილეობას შეერთებულ შტატებთან 15 ივნისს დაგეგმილ ბირთვულ მოლაპარაკებებში, იტყობინება The New York Times.

ირანის პარლამენტის წევრმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ალაედინ ბოროჯერდიმ ასევე განმარტა, რომ მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი გაუქმდა, იტყობინება iran.liveuamap.

ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „პრევენციული დარტყმა“ განახორციელეს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რათა თეირანს არ მიეღო მასობრივი განადგურების იარაღი. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ მიუღია მონაწილეობა აღნიშნულ შეტევაში, თუმცა მისი თქმით, ირანს შეთანხმების დადების შანსი მისცა, მაგრამ ირანმა ეს არ გააკეთა.