ამინდის პირობების ცვლილებამ შესაძლოა მომავალში ჯინის გემოვნური პროფილი შეცვალოს, წერს Phys.org. ამ დასკვნამდე მივიდნენ შოტლანდიის ჰერიოტ-ვატის უნივერსიტეტთან (Heriot-Watt University) არსებული ლუდის დამზადებისა და დისტილაციის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტები.

კვლევის ფარგლებში, რომელიც გამოქვეყნდა Journal of the Institute of Brewing–ში, მეცნიერებმა გააანალიზეს ღვიის კენკრა ევროპის შვიდი რეგიონიდან, იტალიიდან ბალკანეთამდე. აღმოჩნდა, რომ რეგიონის კლიმატი და მოსავლის აღების დროს ამინდის პირობები მნიშვნელოვნად მოქმედებს ჯინისთვის დამახასიათებელ გემოზე პასუხისმგებელი აქროლადი ნაერთების შემცველობაზე.

ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არასტაბილურმა ამინდის პირობებმა შეიძლება სასმელის გემო დააზიანოს. მომავალში, დისტილატორებს, სავარაუდოდ, ღვიის შესაგროვებლად ახალი რეგიონების ძიება ან წარმოების მეთოდების შეცვლა მოუწევთ.

ვრცლად rbc–ზე