ოქროს ფასმა უნციაზე 3,722 დოლარს გადააჭარბა და ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. ორშაბათს Comex-ის ბირჟაზე ვაჭრობის დროს ძვირფასი ლითონის დეკემბრის ფიუჩერსებმა ისტორიაში ყველაზე მაღალ ფასს, 3722.4 აშშ დოლარს მიაღწია უნციაზე.
ოქროს მოთხოვნა გაიზარდა აშშ დოლარის შესუსტების და აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირების შედეგად, წერს Trading Economics.
ინვესტორები ელოდებიან გასული წლის დეკემბრიდან შემდეგ პირველ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას აშშ–ის ფედერალური სარეზერვო სისტემის სამშაბათ–ოთხშაბათის შეხვედრის შედეგად.