შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გასულ თვეს უკრაინის გამო ჩაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ორი თვის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც თურქეთის შუამავლობით იმართებოდა.

Reuters“-ის  ინფორმაციით, შეთანხმება ეხებოდა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებას და ის თითქმის მიღწეული იყო, როდესაც კიევი მოულოდნელად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან. სააგენტოსთან საუბარში ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ სურდა შეთანხმების ოფიციალურად ხელმოწერა, მაგრამ თანახმა იყო შეთანხმება თურქეთის პრეზიდენტს გამოეცხადებინა. (ეს 30 მარტს უნდა მომხდარიყო).

უკრაინის მიერ შეთანხმებიდან გასვლის მიზეზი უცნობია. რუსეთი, უკრაინა და თურქეთი საკითხის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

სააგენტო ასევე ავრცელებს შეთანხმების დეტალებს, რომლის მიხედვითაც, კიევი და მოსკოვი იღებდნენ ვალდებულებას, უსაფრთხოების გარანტიები მიეცათ შავ ზღვაში მცურავი სავაჭრო გემებისთვის, რომ მათ ცეცხლს არ გაუხსნიდნენ, არ გაჩხრეკდნენ და არ გაიტაცებდნენ.