საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, საკურიერო მომსახურების სექტორში, შპს „ვოლტ ჯორჯიასთან“ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოსთან გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს. კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;

- შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად, სრულად და  განათავსოს როგორც სავაჭრო პლატფორმაზე, ასევე ვებგვერდზე.

სააგენტოს მიზანია - საკურიერო სექტორში, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით  მომხმარებელი სარგებლობს ყურადღება გამახვილდეს ინფორმაციის გამჭვირვალობასა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხზე. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.