ოფიციალურმა პეკინმა და ვაშინგტონმა სტოკჰოლმში გამართული მოლაპარაკებების დროს 12 აგვისტოს დასრულებული ტარიფების შეჩერების ვადის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს,-  ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჩინეთის კომერციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, აშშ და ჩინეთი ვალდებულნი არიან შეცვალონ მორგებული ტარიფების კალკულაცია და შეაჩერონ 24%-იანი ტარიფების მოქმედება დამატებით 90 დღით, რაც ხელს შეუწყობს უკვე არსებული 10%-იან ტარიფების მუშაობას.