მიმდინარე წლის 13-15 მაისს, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, გაიმართა ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების საფოსტო ლიდერების პირველი რეგიონული ფორუმი, რომელსაც მსოფლიო საფოსტო კავშირი (UPU), აზერბაიჯანის ციფრული განვითარების და ტრანსპორტის სამინისტროსა და Azerpost-ის თანამშრომლობით მასპინძლობდა.
ფორუმის მთავარ თემას წარმოადგენდა
„ახალი ჰორიზონტები: ელექტრონული კომერციის, ინოვაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა მომავლის წარმატებისთვის“, რაც ხაზს უსვამს საფოსტო სექტორის ტრანსფორმაციასა და თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციის აუცილებლობას.
ფორუმზე განხილული იქნა საფოსტო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონულ და გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების გზები.
ლევან ჩიკვაიძემ, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიც არის ელექტრონული კომერციის მზარდი როლი საფოსტო სერვისებში, ასევე, ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების დანერგვის მნიშვნელობა.
ღონისძიებას დაესწრო 150-მდე დელეგატი 35 ქვეყნიდან, მათ შორის — ეროვნული საფოსტო ოპერატორები, ინდუსტრიის ექსპერტები, ტექნოლოგიური და ელექტრონული კომერციის სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.
ლევან ჩიკვაიძე ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების საფოსტო ლიდერების პირველ რეგიონალურ ფორუმზე, სპიკერად იყო მიწვეული

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს – ირაკლი კობახიძე
გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე „დიფ სთეითი“ და გადმოიდგმება შემხვედრი ნაბიჯები - კობახიძე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკადრო გადაწყვეტილებები
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ხმალაძე დაინიშნა
რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები - კობახიძე