ბლოკნოტი ციფრულ ერაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუნქციური აქსესუარია. თითქმის ყველას, ქალს თუ კაცს, პატარას თუ დიდს, სიამოვნებს ხარისხიან, ლამაზ ბლოკნოტში ჩანაწერების კეთება. ამიტომ, სწორი დიზაინისა და ფორმატის შერჩევის შემთხვევაში, ბლოკნოტი მარტივად შეგვიძლია ვაქციოთ ეფექტურ კომუნიკაციის იარაღადაც. ის მოხერხებულ კორპორატიული საჩუქართან ერთად გამორჩეული ბრენდის ელჩიც შეიძლება გახდეს.
სტამბა „სეზანი“ კლიენტებს ეხმარება შექმნან ზუსტად ისეთი ბლოკნოტები, რომლებიც მათ მიზნებსა და სტილს შეესაბამება. საიდუმლო დეტალებშია - ყურადღება ისეთი ელემენტების მიმართ, როგორც ინდივიდუალური ბრენდირება, დახვეწილი გრავირება, ორიგინალური ფორმატი და სამახსოვრო დიზაინი - დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენს ბლოკნოტი თქვენს ბრენდს.
სტამბაში სრულიად პერსონალიზებულია ბლოკნოტების დამზადება. გუნდის მთავარი მიზანია პროცესის თითოეულ ეტაპზე კლიენტები გრძნობდნენ, რომ სერვისი სრულად მათზეა მორგებული, ხოლო საბოლოო პროდუქტი კი სწორად გადმოსცემდეს იმ განწყობას და სენსორულ გამოცდილებას, რაც კლიენტს ჰქონდა ჩაფიქრებული.
“სეზანი” უკვე სამ ათეულ წელიწადზე მეტია სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს საქართველოს ბაზარს, და ამ დროის განმავლობაში კარგად დახვეწა ყველა დეტალი, რაც მნიშვნელოვანია ხარისხიანი და, ამავდროულად, ვიზუალურად ეფექტური, პროდუქტის მისაღებად. ყველა კლიენტი ინდივიდუალურია და “სეზანის” სერვისიც ისეა აგებული, რომ მათ კონკრეტულ საჭიროებებს მოერგოს.
მაგალითად, ყველა კომპანიებისთვის აქტუალურია ბლოკნოტების ბრენდირება ლოგოთი და კორპორატიული ფერებით; მაგრამ გამორჩეული, ყურადღების მიმპყრობი შტრიხების დასამატებლად ეფექტური გამოსავალია ბლოკნოტები გრავირებით. ისეთი ბრენდები, რომელთა აქცენტიც ფუნქციურობასა და პრაქტიკულობაზეა, ხშირად არჩევენ ბლოკნოტი ორგანაიზერის დამზადებას. ხოლო ვისაც სურს ხაზი ბრენდის განსაკუთრებულ სტატუსსა და პრემიალურობას გაესვას, ხშირად ამჯობინებს უფრო მაღალი ხარისხის, ძვირიანი მასალების გამოყენებას - ბლოკნოტი ტყავის ყდით ხშირად ასეთი კლიენტებისთვის ყველაზე მიმზიდველი არჩევანია.
“სეზანი” გამორჩეულია სწორედ იმიტომ, რომ მის ბაზაზე ყველა ამ ტიპის ბლოკნოტის დამზადება შეიძლება, თანაც ხელმისაწვდომია არა მხოლოდ სტანდარტული (A6, A5, A4), არამედ ინდივიდუალური ზომებიც, 45-დან 336-მდე შიდა გვერდებით, და სტამბა მუშაობს როგორც მცირე (ციფრული ბეჭდვით 50-დან 200 ცალამდე), ისე დიდ (ოფსეტური ბეჭდვით 100-დან 5000+-მდე) ტირაჟებზე. შიდა გვერდებისთვის გამოიყენება 70-80 გრამიანი მაღალი ხარისხის ქაღალდი, როგორიცაა Ivory ან ოფსეტური, ხოლო ყდებისთვის 250-დან 350 გრამამდე წონითი კატეგორიის ცარცირებული და სპეციალური ქაღალდები.
შეკვეთის პროცესი გამჭვირვალე და კლიენტზე მორგებულია: იწყება დეტალური კონსულტაციით, გრძელდება დიზაინისა და მასალების შერჩევით, მტკიცდება და გადადის წარმოებაში. ყურადღებიანი მიდგომა პროცესის ყველა ეტაპზე და ხარისხისადმი ერთგულება „სეზანის“ სავიზიტო ბარათია. სტამბა მომხმარებლებს სხვა ტიპის პოლიგრაფიულ სერვისებსაც სთავაზობს, მათ შორისაა ჟურნალების ბეჭდვის სერვისი, სხვადასხვა ტიპის პროფესიული კატალოგების ბეჭდვა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი წიგნების ბეჭდვა საქართველოში.
სტამბა „სეზანი“ საიმედო პარტნიორია ყველასთვის, ვისაც სურს თავისი ხედვა აქციოს მაღალი ხარისხის, გამორჩეულ და ფუნქციურ ბეჭდურ პროდუქტად, რომელიც ღირსეულად წარუდგენს ბრენდს პოტენციურ მომხმარებლებსა თუ ბიზნეს პარტნიორებს.