საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურპროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონ დოლარამდეა, ფინანსური ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 10 მილიონი დოლარია, რომელიც შენობის რეკონსტრუქციასა და მოწყობას მოხმარდება.

რადიო ქალაქი აჭარა კოლექტივის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის 16 ჰა.ტერიტორიაზე ინოვაციური და მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. რადიო ქალაქისარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს გააერთიანებს. აქვე მოეწყობა D Block-ის საერთო სამუშაო სივრცე, საწარმოო და სახელოსნო ადგილები, რესტორნები, ბარები, სკეიტპარკი და სპორტული კორტები.

რადიო ქალაქის განვითარება 2023 წელს დაიწყო დაპროექტის პირველი ფაზა 2024 წლის სექტემბერში დასრულდება.

„საქართველოს ბანკს და აჭარა კოლექტივს 10 წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთ საინტერესო და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. ჩვენთვის საამაყოა ისეთ განსხვავებული კონცეფციის მქონე უნიკალურ პროექტში მონაწილეობა, როგორიც რადიო ქალაქია, რადგანპროექტს, საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.ვფიქრობთ, ამ პროექტის სახით, ქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც, თავის მხრივ,ქალაქის განტვირთვას და სხვა უბნების განვითარებას და გაძლიერებას შეუწობს ხელს.“ - განაცხადა  საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ლალი ყელაურაძემ.

მდგრადი და საზოგადოების ინტერესების ამსახველიპროექტების განვითარება სჭირდება ყველა ქალაქს, უბანსდა რეგიონს. აჭარა კოლექტივის მიერ შექმნილი ქართულიბრენდები და პროექტები კი ქვეყანაში სწორედ ასეთიბიზნეს-საქმიანობის მაგალითია. ჩვენთვის პროექტისწარმატება განისაზღვრება ორი ძირითადიკრიტერიურიმითრამდენად შექმნა პროექტმა რაიმეახალი, საინტერესო, განსხვავებული და რამდენადმოახდინა დადებითი გავლენა მის გარშემო სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ ეკოლოგიურითვალსაზრისით. ჩვენი გათვლებით, რადიო ქალაქიგააერთიანებს 10-ზე მეტ ინდუსტრიას, 35-ზე მეტ სექტორსდა ხელს შეუწყობს 200-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობისწამოწყებას, რაც შექმნის უამრავ შესაძლებლობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ - ამბობს აჭარა კოლექტივის აღმასრულებელი დირექტორი, ნატო ჯაფარიძე.