„ძალიან საწყენი იქნება, რომ ჩამოვყალიბდეთ სატრანზიტო ქვეყანად,” - ამის შესახებ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA-ს) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ რადიოგადაცემაში „საქმე“ შავი ზღვის კაბელის სარგებელზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ მშენებლობა უნდა დაგვეწყო გუშინ და გუშინწინ, იმისთვის, რომ ამ პროექტის შესაძლებლობა მაქსიმალურად აგვეთვისებინა. ძალიან საწყენი იქნება, რომ ჩამოვყალიბდეთ სატრანზიტო ქვეყანად, რადგან მეზობელმა აზერბაიჯანმა, რომელსაც ჰიდრო არ აქვს, გაიგო რა, ამ პროექტის შესახებ, უზარმაზარი ინვესტიციები ჩადო იგივე მზისა და ქარის სადგურების განვითარებაში. ის კომპანიები, რომლებსაც ჩვენ წლებია ვეკონტაქტებით, მან უკვე შეიყვანა და დაიწყო გენერაცია. ის კარგად ხვდება, რომ ეს პროექტი მას სერიოზულ დოვლათს მოუტანს.
ევროპა მკაფიოდ ამბობს, რომ არ მიიღებს არაგანახლებადი ენერგიებიდან წარმოებულ ენერგიას, ამიტომ აზერბაიჯანს გაზი კი ბევრი აქვს, მაგრამ რაც არ უნდა ბევრი აწარმოოს გაზისგან, ევროპა ამ კარს უკეტავს. ჩვენ კი ჰიდრო 25% გვაქვს ათვისებული და 75% ასათვისებელი გვაქვს,“ - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
ცნობისთვის, მელიქიძის მტკიცებით, ბიუროკრატია საქართღველოს ენერგოსექტორს საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავს