"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლა და და­ამ­ტკი­ცა "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში" ცვლი­ლე­ბე­ბი. ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი აღარ მი­იჩ­ნე­ვი­ან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბად.

ეს პი­რე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლა­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლებს და მათ მო­ად­გი­ლე­ებს - იმა­ვე შუა რგო­ლის მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ზე და­საქ­მე­ბულ პი­რებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან, მა­გა­ლი­თად, დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, მისი მო­ად­გი­ლე და სხვა, შე­იძ­ლე­ბა შე­უ­წყდეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს, 1 თვით ადრე გაფრ­თხი­ლე­ბის პი­რო­ბით. ასეთ დროს მი­ი­ღე­ბენ მხო­ლოდ 1 თვის კომ­პენ­სა­ცი­ას.

  • შუა რგო­ლის მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, მისი მო­ად­გი­ლე და სხვა, კად­რებს პირ­და­პირ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ნიშ­ნა­ვენ, კონ­კურ­სი სა­ჭი­რო აღა­რაა. ამას­თან, კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა, 18 წლის ასა­კის მიღ­წე­ვა და მო­ხე­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნა აღა­რაა. ეს მა­შინ, როცა აქამ­დე დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ პირს სერ­ტი­ფი­კა­ტი ესა­ჭი­რო­ე­ბო­და.

აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბებს არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მი­იჩ­ნევს იუ­რის­ტი ნიკა სი­მო­ნიშ­ვი­ლი:

"რო­დე­საც ამ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ვსა­უბ­რობთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა - პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, რო­მე­ლე­ბიც არ არი­ან მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი (ანუ პირ­ვე­ლა­დი სტრუქ­ტუ­რის ერ­თე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი). პრო­ფე­სი­ულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ზე სხვა ტი­პის ცვლი­ლე­ბე­ბი მოქ­მე­დებს და დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებ­ზე და მათ მო­ად­გი­ლე­ებ­ზე - სხვა ტი­პის ცვლი­ლე­ბე­ბი აა­მოქ­მე­და „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“.

  • ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ეძ­ლოს მარ­ტი­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი და ასე­ვე მარ­ტი­ვად და­ნიშ­ნოს მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი.

ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ და­ნიშ­ვნა თუ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­დეს არა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის თუ დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, არა­მედ პარ­ტი­უ­ლი ლო­ი­ა­ლო­ბის მი­ხედ­ვით, რაც ძირს უთხრის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე, ცოდ­ნა­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის პრინ­ციპს. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გარ­კვე­ულ მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვა­მენ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მათი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რი­გი­თი სა­ჯა­რო მომ­ხრე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და თუ მათ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ე­ხე­ბათ, ისი­ნი უბ­რა­ლოდ, მო­ბი­ლო­ბა­საც ვერ შეძ­ლე­ბენ, ანუ სხვა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მათი გა­და­ნიშ­ვნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

ასე­ვე, როცა ისი­ნი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, გა­მო­რი­ცხუ­ლი იქ­ნე­ბა მათი შიდა, ან და­ხუ­რულ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ისი­ნი ეთი­შე­ბი­ან პრო­ცე­სებს, ხოლო თუ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას (რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას) გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ, კა­ნონ­ში პირ­და­პირ არის გა­კე­თე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რომ მა­ნამ­დე და­კა­ვე­ბულ, ან ტოლ­ფას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­დგე­ნა გა­მო­რი­ცხუ­ლია და შე­უძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს უნდა შე­ეძ­ლოს ანა­ზღა­უ­რე­ბა მხო­ლოდ 3 თვის ოდე­ნო­ბით. მან სა­სა­მარ­თლო­ში დავა რომც მო­ი­გოს, მა­ინც 3 თვის კომ­პენ­სა­ცია უნდა მი­ე­ცეს, რაც პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ იდენ­ტუ­რი ში­ნა­არ­სის ნორ­მა არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ა­ცხა­და და თქვა, რომ ეს არ იყო კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მა. "ოც­ნე­ბამ", ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თის მხრივ უგუ­ლე­ბელ­ყო სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია, მე­ო­რეს მხრივ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და კა­ნონ­ში იდენ­ტუ­რი ში­ნა­არ­სის ნორ­მა შე­მო­ი­ტა­ნა იმის გამო, რომ და­ვის შემ­თხვე­ვა­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლის­თვის უფ­ლე­ბა­ში აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

ეს ჩა­ნა­წე­რი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ „ოც­ნე­ბა“ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ სა­სა­მარ­თლომ შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ ცნოს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურს მისი აღ­დგე­ნა და­ე­ვა­ლოს (ასე­თე­ბი მომ­ხდა­რა ბოლო წლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კულ­ტუ­რის სის­ტე­მა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი წმენ­დის შე­დე­გად აღ­დგე­ნებს ვგუ­ლის­ხმობ). ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ რა, რომ ასეთ და­ვებს წა­ა­გებ­დნენ, სა­ხელ­მწი­ფოს არ უნ­დო­და, რომ კომ­პენ­სა­ცია სრუ­ლად გა­დახ­დი­ლი­ყო (შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბა, გა­ნაც­დუ­რი) და რად­გან „იაფ­ში უნ­დათ გა­მოს­ვლა“, ამი­ტო­მაც გა­ა­ჩი­ნეს ასე­თი ჩა­ნა­წე­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში.

  • ეს ჩა­ნა­წე­რი ერ­თის მხრივ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ას, მე­ო­რეს მხრივ, მისი მი­ზა­ნია, რომ სა­მო­მავ­ლოდ წა­გე­ბუ­ლი და­ვე­ბის დროს "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ თავი და­იც­ვას დიდი ოდე­ნო­ბით კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის გა­დახ­დის­გან.

თუმ­ცა აქ არის ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი: ამ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში „ოც­ნე­ბას“ ხელს შე­უ­წყობს ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ხელ­მძღვა­ნელ პირს 1 თვე­ში შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს მო­ხე­ლის შე­ფა­სე­ბა, ესეც გარ­კვე­ულ­წი­ლად იქ­ნე­ბა იმის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად უფრო მარ­ტი­ვად შეძ­ლონ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ პრო­ცე­სი მარ­ტივ­დე­ბა ვა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც - აქამ­დე თუ 3 თვე­ში იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ჩა­ტა­რე­ბა, ახლა 2 თვე­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი,.

დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებ­თან და მათ მო­ად­გი­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, "ოც­ნე­ბამ" გა­ა­კე­თა ის, რომ ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რე­ბად აქ­ცია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, პირ­და­პირ არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან, მაგ. სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში პირ­და­პირ მი­ნის­ტრებ­თან და მი­ნისტრს მარ­ტი­ვად ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი ზედ­მე­ტი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­რე­შე 1 თვის კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ცე­მით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან“.

  • კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ვი­ნა­ი­დან სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პირ­ვე­ლა­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბად აღარ ით­ვლე­ბი­ან, მათ­თვის სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აღა­რაა.

იუ­რის­ტი გან­მარ­ტავს, რომ "სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის კა­ნონ­ში“ შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბით „ოც­ნე­ბამ“ დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რე­ბად აქ­ცი­ეს და ის აღარ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი მათ­ზე უბ­რა­ლოდ, აღარ გავ­რცელ­დე­ბო­და.

"დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი ხდე­ბი­ან უკვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი და კა­ნო­ნი ასეთ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბით არ მო­ი­თხოვს სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ანუ იმან, რაც "ოც­ნე­ბამ" ამ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბით შეც­ვა­ლა, არა­პირ­და­პირ გა­მო­იწ­ვია ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა აღარ მო­ი­თხო­ვე­ბა.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რებ­თან ეს ჩა­ნა­წე­რი აქამ­დეც იყო კა­ნონ­ში, უბ­რა­ლოდ, ამ მი­ღე­ბულ ცვლი­ლე­ბებს მოჰ­ყვა შე­დე­გად სა­ხელ­მწი­ფო ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბიც. ანუ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში არ იც­ვლე­ბა ის პრინ­ცი­პი, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც არის ეს ჩა­ნა­წე­რი და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ვერ შე­იც­ვლე­ბო­და, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი, რაც შე­იც­ვა­ლა იყო ის, რომ სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბის გამო (რად­გან ეს პი­რე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ), უკვე დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებ­თან მი­მარ­თე­ბით შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა მათ აღარ მო­ე­თხო­ვე­ბათ. არ ვფიქ­რობ, რომ მათი მი­ზა­ნი ენას­თან მი­მარ­თე­ბით მა­ინც და მა­ინც ეს იყო, უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, მათ გა­ი­მარ­ტი­ვეს დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი ისე­ვე, რო­გორც რი­გი­თი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის უფ­რო­სებ­თან მი­მარ­თე­ბით ასე­ვე არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნეს იმი­ტომ, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პირ­ვე­ლა­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით ასე­ვე აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ ისი­ნი არი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რე­ბად არ უნდა ჩა­ით­ვა­ლონ. აქაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ვი­და კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა, მათ ამით უნ­დო­დათ გა­ე­მარ­ტი­ვე­ბი­ნათ მო­ხე­ლე­ე­ბის და­ნიშ­ვნა-გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­სი, ანუ ეს პრო­ცე­დუ­რა მთლი­ა­ნად პარ­ტი­ულ ვერ­ტი­კალს უნდა ყო­ფი­ლი­ყო დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რიც პარ­ტი­ულ ვერ­ტი­კალ­ში უნდა მო­ექ­ცი­ათ მთლი­ა­ნად, ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნათ მარ­ტი­ვად და მათ­ზე პირ­და­პი­რი ტე­რო­რი და რეპ­რე­სი­ე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ.

ამ ცვლი­ლე­ბას შე­დე­გად მოჰ­ყვა ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი შე­ე­ხო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებს, ანუ ის რაც არ მო­ი­თხო­ვე­ბო­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბით (მაგ. მი­ნის­ტრის მრჩევ­ლე­ბი, თა­ნა­შემ­წე­ე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის თა­ნა­შემ­წე­ე­ბი არი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბი) სა­ხელ­მწი­ფო ენის ცოდ­ნა და ეს პრინ­ციპ­ში, ბუ­ნებ­რი­ვიც იყო. რად­გან „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უნ­დო­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბა, ამ კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბით მათ ნა­ბი­ჯი გა­დად­გეს იქით­კენ, რომ დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­საქ­მე­ბულ პი­რე­ბად აქ­ცი­ეს და ჩემი ვა­რა­უ­დით, აღარ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი მათ­ზე უბ­რა­ლოდ, აღარ გავ­რცელ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, ეს სა­კი­თხი ერ­თგვა­რად კომ­პლექ­ტში მოჰ­ყვა, არ ვფიქ­რობ, რომ ეს იყო მათი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი, უბ­რა­ლოდ, მათ ეს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, ან გა­მორ­ჩათ.

აქ ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი მა­ინც ის არის, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებ­თან მი­მარ­თე­ბით დიდი ბო­რო­ტე­ბა ჩა­ი­დი­ნა და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რა­საც თან­მდე­ვად მოჰ­ყვა ის შე­დე­გი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ და­ექ­ვემ­დე­ბარ­ნენ პარ­ტი­ულ ვერ­ტი­კალს, არც ქარ­თუ­ლი ენის ცოდ­ნა მო­ე­თხო­ვე­ბათ.

სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი რგო­ლია სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბა­ში და ამ შემ­თხვე­ვა­ში მას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის მოქ­მე­დე­ბის პრინ­ცი­პი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­ე­ცა­ლა. ამ რგო­ლის ად­გი­ლი და­ი­კა­ვა პარ­ტი­ულ­მა ერ­თგუ­ლე­ბამ, სა­ხელ­მწი­ფომ მარ­თვის პრინ­ცი­პი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­დან პარ­ტი­ულ ლო­ი­ა­ლო­ბამ­დე და­ვი­და, რაც, რა თქმა უნდა, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ნა­ბი­ჯია. „ოც­ნე­ბა“ ამას სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს, მას მი­აჩ­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფო არის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მთლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი უნდა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­დეს, მათ სა­ხელ­მწი­ფოს გა­გე­ბა ამ­გვა­რი აქვთ, რე­ა­ლუ­რად, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატს უქ­ვემ­დე­ბა­რებ ერთი ადა­მი­ა­ნის და ერთი პარ­ტი­ის ნე­ბას, ეს ცალ­სა­ხად ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

ambebi.ge