თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი აცხადებს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მარიამ შათირიშვილის თქმით მათ “აქვთ შანსი, რაიმე შედეგს მიაღწიონ”, რადგან აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მოხდა “იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა, სუსტი შუამდგომლის საფუძველზე.”

ჯუანშერ ბურჭულაძე სუსმა 11 სექტემბერს დააკავა. მას ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიები ფარგლებში წარედგინა. სავარაუდო დანაშაული ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა 2023 წელს ჩაიდინა. თავად ბურჭულაძე ამბობს, რომ მისთვის "წარმოუდგენელია ასეთი მოუმზადებელი ბრალის წაყენება".

2025 წლის ივლისში სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავა ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, ცოლისძმა და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

ბურჭულაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.