შუა დერეფნის „ვიწრო“ ადგილების იდენტიცირების მიზნით მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული 10 პუნქიანი რეკომენდაციიდან ერთ – ერთი, საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთზე ლოკომოტივების უკმარისობას უკავშირდება.
- ბოლო 10 წელიწადში საქართველოს რკინიგზაზე ექსპლუატაციაში მყოფი ლოკომოტივების რაოდენობა 45 % ით შემცირდა, 35 წელს გადაცილებული ლოკომოტივების რაოდენობა სალოკომოტივო პარკის 62 % ს შეადგენს.
- ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ელმავალმშენებელი ქარხნის ბაზაზე უცხოური ინვესტიციით ერთობლივი საწარმოს შექმნის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
- 49 მლნ ლარად შეფასებული თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა აუქციონზე 2.5 ჯერ ნაკლებ ფასად – 19 მლნ ლარად გაიყიდა.
- ბოლო წლებში, საქართველოს რკინიგზის სალოკომოტივო პარკის განახლებისა და შეკეთებისთვის, რუსეთის სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიაში მიმართული ფინანსური სახსრები 400 მლნ ლარით განისაზღრება.
- სადღეისოდ რეგიონში სალოკომოტივო ინდუსტრიის ლიდერად ყაზახეთი ყალიბდება, რომელიც ლოკომოტივების მწარმოებელ ფრანგულ Alstom სთან ერობლივად, ასტანაში თანამედროვე ელმავლების წარმოებას ახორციელებს.
ოდიდგანვე ლოკომოტივების წარმოების ინდუსტრიით ცნობილმა საქართველომ, რატომ ვერ შეძლო რეგიონის ძირითად ინდუსტრიულ სატრანსპორტო მანქანათმშენებელ ჰაბათ ჩამოყალიბება, როგორი ტენდენციები არსებობს რეგიონის ქვეყნებში სალომოტივო ინდუსტრიის განსავითარებლად, ამ საკითხებზე გთავაზობთ ჩვენ ანალიტიკას.
2023 წელს შუა დერეფნის გასწვრივ „ვიწრო ადგილების“ გამოსავლენად, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, 10 პრიორიტეტული რეკომენდაცია წარმოაჩინა.
ერთ – ერთი რეკომენდაციით, დერეფნის „ვიწრო ადგილს“ საქართველოს სარკინგზო მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უკმარისობა წარმოადგენს.
ამონარიდი მსოფლიო ბანკის კვლევიდან – „საქართველოში სახეზეა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის, განსაკუთრებით, ლოკომოტივების უკმარისობა, რაც ზღუდავს შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტის პოტენციალს, ზრდის საქართველოს მონაკვეთზე გადაზიდვების ხანგრძლივობას. აუცილებელია საინვესტიციო პროგრამის შემუშავების საფუძველზე მოძრავი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდა, რაც მთლიანად დერეფნის გამზიდუნარიანობას აამაღლებს “.
საქართველოს რკინიგზაზე სალოკომოტივო პარკის რთული მდგომარეობა ციფრებით დასტურდება, კერძოდ თუ 2015 წელს რკინიგზა 168 ერთეულ ლოკომოტივს ფლობდა 2023 წლისათვის – 92 ერთეულამდე, ანუ 46 % ით შემცირდა.
ამასთან სალოკომოტივო პარკში, ელმავლების რაოდენობა 36 % ით, თბომავლების – 63% ით შემცირდა.
წლოვანების ჭრილში ანალიზით ირკვევა, რომ სალოკომოტივო პარკი მოძველებულია, მისი 62 % ის წლოვანება 35 წელს აღემატება.
ბოლო 10 წლიან ჭრილში საქართველოს რკინიგზაზე ექსპლუატაციაში მყოფი სალოკომოტივო პარკი ყოველწლიურად მცირდება, მის შევსებაში და განახლებაში მსხვილი ინვესტიციები არ მიემართება.
იყო თუ არა მცდელობა, თბილისის ელმავალმშენებლობის ბაზაზე, უცხოური ინვესტიციით ელმავლების წარმოების რეგიონალური ცენტრი მოწყობილიყო? ბუნებრივი იყო, მაგრამ საქართველომ გაუშვა ეს შესაძლებლობა.
პირველი მცდელობა – თბილისში ასინქრონული ძრავის მქონე ლოკომოტივებისა და მისი სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ქართულ – ჩინური ერთობლივი საწარმოს აშენება 2015 წელს პრემიერ ი. ღარიბაშვილის თანდასწრებით, მხოლოდ მემორანდუმის ხელმოწერით შემოიფარგლა.
თანამშრომლობა ითვალისწინებდა – საქართველოში ერთობლივი კომპანიის დაფუძნებას, რომელიც ასინქრონულ ძრავიანი ელმავლებისა და დიზელის ძრავიანი თბომავლების, მეტროს მატარებლების, ელექტრომატარებლების, დიზელის ძრავების, დიზელის გენერატორების წარმოებას განახორციელებდა.
მეორე მცდელობა – 2016 წელს თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ასინქრონული წევის ძრავების მქონე მუდმივი დენის სატვირთო 8Е1А ელმავალის პროექტის პრეზენტაცია ვიცე პრემიერ დ. ქუმსიშვილის მონაწილეობით შედგა, პროექტში სს “ელმავალმშენებელთან” ერთად ძირითად შემსრულებელს ჩეხური კომპანია „შკოდა ელექტრიკი“ წარმოადგენდა.
ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
საბოლოოდ 2023 წელს, 49 მილიონ ლარად შეფასებული, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა, აუქციონზე 10 ჯერ შემცირებული ღირებულებით 4.5 მლნ ლარად გამოიტანეს, რომელიც ვაჭრობის შედეგად – 19.5 მლნ ლარად გაიყიდა.
ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს საკუთარი წარმოება აეღორძინებინა და საკუთარი მუშა პერსონალი დაესაქმებინა, საქართველოს რკინიგზა, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, საბჭოთა დროს გამოშვებული 47 ლოკომოტივის 270 მლნ ლარად შეკეთებას რუსეთის სატრანსპორო მანქანათმშენებელ ინდუსტრიაში გეგმავს.
2024 წლამდე, საქართველოს კუთვნილ სალოკომოტივო პარკის 8 ერთეულ თბომავალს და 8 ერთეულ ელმავალს – 54 მლნ ლარის რემონტი რუსეთში, ჩელიაბინსკსა და მოსკოვის ქარხნებში ჩაუტარდათ.
2023 წელს საქართველოს რკინიგზას, ურალის ლოკომოტივების ქარნიდან 13 ახალი ლოკომოტივის შესყიდვა 80 მლნ ლარი დაუჯდა.
ფაქტიურად, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ლოკომოტივების წარმოების საკუთარი ინდუსტრია აღედგინა, სადღეისოდ ლოკომოტივების წარმოების და სარემონტო ბაზის არასებობის გამო, ქვეყანა რუსეთის სარემონტო და საწარმოო ბაზაზე დარჩა სრულად დამოკიდებული.
ბალტიის ქვეყნების გამოცდილებით, რუსეთის სარკინიგზო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიაში პარტნიორულ დამოკიდებულებაში შესვლა, ნიშნავს კორუფციას, ფულის გათეთრებას, საჭირო დროს პოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირ ზემოქმედებას. რუსეთის ტრანსმაშჰოლდინგის მაგალითიც საკმარისია, რომელიც ბალტიის ქვეყნებში ყველა მსხვილ კონტრაქტს ფლობდა და რასაც პოლიტიკური შანტაჟის იარაღად იყენებდა.
2010 წლიდან მეზობელი ყაზახეთი, ეტაპობრივად ავითარებს სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიას და ამ სფეროში რეგიონალურ ჰაბად ყალიბდება.
რისი დასტურიცაა, ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრისა და ფრანგული ლოკომოტივების დამამზადებელი კომპანია Alstom ის ხელმძღვანელობის შეხვედრა, რომელზეც მიღწეული იქნა შეთანხმება ყაზახეთის რკინიგზის მაგისტრალისათვის Alstom ის
KZ6A სერიის 205 ერთეული ექვსღერძიანი ელექტრო ლოკომოტივის 2029 წლიდან 2036 წლამდე დამზადების შესახებ. ელმავლების წარმოება, ადგილზე – ყაზახეთში, ფრანგულ – ყაზახურ ერთობლივ საწარმო “Elektrovoz Kurastyru Zauyty” “EKZ” ში განხორციელდება.
Alstom ი 1928 წელს დაარსებულ მსხვილ ფრანგულ მანქანათმშენებელ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის წარმოებაზეა სპეციალიზირებული.
ყაზახეთის მიერ ფრანგულ – ყაზახური ერთობლივი საწარმოს ასტანაში ამოქმედება განპირობებული იყო, მოძველებული საბჭოთა VL 80 სერიის ლოკომოტივების, ახალი თანამდეროვე ასინქრონული ძრავებით აღჭურვილი KZ6A სერიის ელმავლების ეტაპობრივად ჩანაცვლებით.
ამ ეტაპზე ყაზახეთში – ადგილზე ელმავლის აწყობის ლოკალიზაციის დონე 40 % მდეა გაზრდილი.
2023 წელს ხელმოწერილი საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, Alstom ი ყაზახეთის სარკინიგზო ინდუსტრიაში ეტაპობრივად Sociеtе Gеnеrale ისგან აღებული 50 მლნ ევროს შეღავათიანი სესხით ინვესტირებას ახორციელებს. რატომ არ შეიძლებოდა ანალოგიური სესხის აღება და საქართველოში სალოკომოტივო ინდუსტრიია განვითარება?
მანამდე, ბოლო 10 წლის განმავლობაში Alstom მა ყაზახეთის სარკინიგზო ინდუსტრიის მშენებლობაში, ტექნოლოგიების გადაცემასა და სპეციალისტების მომზადებაში 120 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.
ფრანგულ – ყაზახურ ერთობლივ საწარმოს “Elektrovoz Kurastyru Zauyty” ს 2025 წლამდე ყაზახეთის რკინიგზისთვის 44 ლოკომოტივი აქვს აწყობილი და მიწოდებული.
2029 – 2036 წლებში Alstom თან ახალი კონტრაქტის ჩაშვებამდე, ყაზახეთს გათვალისწინებული აქვს 130 ერთეული KZ8А სერიის და 63 ერთეული KZ4АТ სერიის, ჯამში 193 ერთეული ელმავლის საკუთარი ქსელისათვის მომსახურებისთვის მიწოდება.
ყაზახეთში რაგიონალური ელმავალმშენებელი ქარხნის დაარსება შუა დერეფნის ქვეყნებისათვის თანამედრო ელმავლების მომარაგებით იყო განმაპირობებელი. შეეძლო თუ არა საქართველოს სალოკომოტივო ინდუსტრიის რეგიონალური ჰაბი გამხდარიყო? პასუხი – რატომაც არა.
რითაც საუკეთესოდ ისარგებლა მეზობელმა აზერბაიჯანმა და 2014 წელს Alstom თან 50 ელმავლის მიწოდებაზე, 288 მლნ ევროს ღირებულების კონტრაქს მოაწერა ხელი.
სადღეისოდ აზერბაიჯანის მაგისტრალურ ქსელზე ფუნქციონირებს Prima T8 სერიის, მსოფლიოში ერთ – ერთი მძლავრი – 50 ერთეული ყაზახეთში დამზადებული ელმავალი.
2025 წლისთვის დამატებით ექვსმა ქვეყანამ მონღოლეთმა, ტაჯიკეთმა, უზბეკეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და თურქმენეთმა შეუკვეთა ლოკომოტივების აწყობა. აქაც არსებობს პასუხი კითხვზე საქართველოში სალოკომოტივო ინდუსტრიის განვითარების პირობებში ხომ არ დარჩებოდა დაუტვირთავი საწარმო?
წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ ყაზახეთმა, მეზობლად ჩინეთის სახით ელმავალმშენებლობის გიგანტის არსებობისა, მსოფლიოში ერთ – ერთი მსხვილ ფრანგულ რკინიგზის მანქანათმშენებელ კომპანია Alstom თან შექმნა ელმავლების მწარმოებელი რეგიონალური ქარხანა.
დასკვნის სახით – საქართველოს ელმავლების პარკის განახლების მიზნით, აუცილებელია სახელმწიფოს ფინანსური ჩართულობით შემუშავდეს 10 წლიანი საინვესტიციო პროგრამა.
პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფომ რკინიგზიდან მიღებული დივიდენდის და საბიუჯეტო თანხების კონსოლიდირებით 1 მილიარდი ლარი უნდა იქნეს მიმართული.
წყარო: transcor.ge