საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 10%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ექსპორტზე 73 668.1 ათასი დოლარის ღირებულების 112 756 026 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მოახდინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 102 385 860 ლიტრი.

მინერალური და მტკნარი წყლების მთავარი ექსპორტი ქვეყანა რუსეთია, რომელზედაც მთელი ექსპორტის 57%-ი მოდის.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ მინერალური წყლების ექსპორტი განახორციელა:

რუსეთი - 64 574 254 ლიტრი;

ლიტრი - 14 324 673 ლიტრი;

ყაზახეთი - 11 651 013 ლიტრი;

უკრაინა - 5 172 801 ლიტრი;

უზბეკეთი - 4 123 300 ლიტრი;

საგულისხმოა, რომ მინერალური წყლების ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 257 505 778 ლიტრი წყალი გაყიდა. 

businessinsider.ge