საქართველოში ნივრის იმპორტი 5-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 2.291 მლნ დოლარის ღირებულების 1 699 ტონა ნიორი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობამ 434 ათასი დოლარი, 711 ტონა შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ნივრის იმპორტის თითქმის 60% ჩინეთზე მოდის, მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სამეულში შედის ირანიც. უფრო კონკრეტულად:
- ჩინეთი - 1.357 მლნ დოლარი (973.4 ტონა)
- ყაზახეთი - 591.3 ათასი დოლარი (457.6 ტონა)
- ირანი - 173.7 ათასი დოლარი (136.2 ტონა)
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, 2025 წლის 7 თვეში ექსპორტირებული იქნა 220.4 ათასი დოლარის ღირებულების 209 ტონა ნიორი, წინა წელს კი 236.4 ათასი დოლარის 224.4 ტონა. წელს ქართული ნიორი გავიდა სომხეთში - 120.5 ათასი დოლარის ღირებულების 136.4 ტონა და რუსეთში - 100 ათასი დოლარის 72.6 ტონა.