“ტავ ჯორჯია” თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდას ელის.

კომპანიის გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ამბობს, რომ თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 5,3 მილიონს გადააჭარბებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი 1,2 მილიონს.

„20 წლის წინ, როცა “ტავ ჯორჯიამ” საქართველოში საქმიანობა დაიწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს წლიურად მხოლოდ 500 ათასი მგზავრი ჰყავდა, ბათუმს კი 30 000. წლევანდელი მონაცემებით ეს რიცხვი თბილისში 5,3 მილიონს გადააჭარბებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი 1,2 მილიონს. ვფიქრობ, ციფრები ყველაზე კარგად გამოხატავენ იმ პროგრესს, რასაც კომპანიამ ამ 20 წლის განმავლობაში მიაღწია და ამ საქმეში აუცილებლად ხაზგასასმელია პარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის ფაქტორი და ჩვენი გუნდის წევრების როლი“ – აცხადებს “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

წყარო: avianews.ge