"ეს არის გეოპოლიტიკური გარიგება პუტინსა და ტრამპს შორის.სანაცვლოდ ტრამპი ეხმარება მოსკოვს რომ უკრაინას დაათმობინოს ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი." - ასე ფიქრობს ტრამპი-ალიევი-ფაშინიანის სამშვიდობო შეთანხმებასა და ზანგეზურის დერეფნის ამერიკული პატრონაჟით ამუშავებაზე ,,ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის“ დირექტორი, თეიმურაზ ზაქრაძე. ის დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის შედეგად ვიღებთ დაქუცმაცებულ უკრაინასა და დაქუცმაცებულ საქართველოს, გეოპოლიტიკურად უუნარო ბანანის რესპუბლიკებს. ანალიტიკოსის მტკიცებით, ამ მიზნების მისაღწევად არ არსებობს დანაშაული, რაზეც არ წავა სამი კრიმინალი, -  პუტინი, ტრამპი და ნეტანიაჰუ. ზაქრაძე დარწმუნებულია, რომ ამ გეგმებს აღსრულება არ უწერია, რადგან ევროპა სულ სხვანაირად ფიქრობს.

"ზანგეზურის დერეფანის 100 წლიანი მართვის გასხვისებაზე ტრამპის სპონსორ ოლიგარქიულ კაპიტალზე ხბოს აღტაცებით რომ ყვებით. საერთოდ წარმოდგენაც არ გაქვთ რა ნაღმია ჩადებული..ვისაც გგონიათ რომ ტრამპი პუტინს ებრძვის მაცივარში შეყავით თავი ტრამპისტებმა. . ეს არის გეოპოლიტიკური გარიგება პუტინსა და ტრამპს შორის.სანაცვლოდ ტრამპი ეხმარება მოსკოვს რომ უკრაინას დაათმობინოს ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი. სასურველია ოდესაც, ანუ უკრაინის დაქუცმაცებაში ხუთ ნაწილად, სიონისტური გეგმით ასეთ უკრაინას ჰქვია "ზეციური იერუსალიმი". შემდეგ მოსკოვი იფორმებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სოხუმსა და ცხინვალს,

შედეგად ვიღებთ დაქუცმაცებულ უკრაინასა და დაქუცმაცებულ საქართველოს, გეოპოლიტიკურად უუნარო ბანანის რესპუბლიკებს. აბრეშუმის გზის უმთავრესი და უმოკლესი, ყირიმი კავკასიის მონაკვეთი ისევ მოსკოვის ხელში დარჩება და ისევ მოსკოვი უკარნახებს გეოპოლიტიკურ ნებას ევროპასა და აზიას. გარდა ამისა გეგმაშია ისრაელის მიერ ღაზას მიტაცება, უკვე გამოაცხადა ღაზას ოკუპაცია ნეტანიაჰუმ, შედეგად ისრაელი ხდება ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მონოპოლისტი ტვირთების მაკონტროლებელი. ამ მიზნების მისაღწევად არ არსებობს დანაშაული, რაზეც არ წავლენ ყოვლად უზნეო და ამორალური სამი კრიმინალი პუტინი, ტრამპი და ნეტანიაჰუ. ასეთია მათი გეგმები. ევროპა სულ სხვანაირად ფიქრობს და ამ გეგმებს აღსრულება არ უწერია," - წერს ანალიტიკოსი.

ანალიტკოსი კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ რესპუბლიკელების ამერიკა კორუფციოული და ოლიგარქიულია.

"სადაც რესპუბლიკური ამერიკა შედის იქ იწყება კორუფციის და ოლიგარქიის აყვავება არ გჯერათ ხომ? ინებეთ ფაქტები სსრკ დაინგრა რესპუბლიკელი უფრ. ბუშის დროს და რესპუბლიკელებმა რუსეთის "დემოკრატიზების" რიტორიკით, რაც საერთოდ გამორიცხულია, ვერ იქნება ეს ფედერაციად წოდებული იმპერია დაპყრობილი ერებით დემოკრატიული. მაგრამ ლოზუნგები მასებისთვის კარგი მოსასმენია. ჰოდა რეალურად სულ საპირისპირო გააკეთეს, ხელი შეუწყვეს მძლავრი ოლიგარქიული ავტოკრატიის შექმნას და კრემლის ძალაუფლება უსაზღვრო გახდა. გავლენის დსთ დაუკანონეს. იმავე ბუშის დროს, ბუში ბეიკერი შევარდნაძის "ძმაკაცობით" დაგვიმხეს ზვიადი და შევარდნაძემ შექმნა ოლიგარქიული კლასი, რომელიც დღემდე მართავს ქვეყანას, ნაყიდი ჰყავთ ყველა და ყველაფერი და მედია პოლიტსივრცეში ერთ თავისუფალ სიტყვასაც ვერ გაიგონებთ. უმცრ.ბუში შევიდა ავღანეთში და კორუფციის ჩარხი ააწყვეს ასევე დემოკრატიის აშენების ლოზუნგებით. დემოკრატმა ბაიდენმა ეს "კანტორა" დახურა. იგივე მოხდა ერაყშიც. ჰოდა მემარჯვენეები დემოკრატიის, ეკონომიკის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის თავგადაკლული მტრები არიან, ორგანულად ვერ იტანენ თავისუფალ ბაზარს და კონკურენციას. ეკონომიკის ოლიგარქიულ კონტროლს,

სასამართლოს და ხელისუფლების შტოების დამორჩილებას ცდილობენ უსაზღვრო და უკონტროლი ძალაუფლების მისაღებად. ამისთვის კი ყველაფერზე მიდიან და უკადრებელს კადრულობენ. ჰოდა გაიგონეთ და დაიჯერეთ. მემარჯვენეობა არის ეროვნული ინტერესების და ქვეყნის დამოუკიდებლობის. მტრობა. დეოლიგარქიზაციას, 9 დათქმას იმიტომაც მოითხოვს ევროპა რომ წყობილება გვქონდეს დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ.აი სადაც შევიდა დემოკრატიული ამერიკა მარშალის გეგმით სულ წამყვანი დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყნებია, გერმანია, იაპონია სამხრეთ კორეა. აღმოსავლეთ პარტნიორობა დემოკრატების გლობალიზაციის პოლიტიკის შედეგია და ნიშნავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დამოუკიდებლობას მოსკოვისგანაც და ნებისმიერი სხვა ქვეყნის გავლენებისგანაც. ეს დემოკრატიული გლობალიზაციის ამოსავალი წერტილია. ყველა ერი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამიტომ არ ვიზიარებ აღტაცებებს რასაც ტრამპი აკეთებს. ტრამპის მარშრუტი აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც რეალურად აკარგვინებს სუვერენიტეტს და კორუფციის ბუდეს შექმნის. უკრაინის ნაწილი მიწების თუნდაც არაიურიდიულად მოსკოვის მფლობელობაში დატოვება, რასაც ტრამპი პუტინის გასახარებლად ცდილობს ასევე უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფაა. ჰოდა კორეული მოდელის მაგვარ ინტერპრეტაციას ამზადებენ ტრამპი და პუტინი უკრაინისთვის. ოღონდ ნამეტანი ნაჩქარევად აგვისტოს თვეში გაგანია შვებულებების პერიოდში გააფორმეს ყველაფერი სანამ პოლიტიკური წელი არ დაწყებულა.სადღაც შორეულ ალიასკაზე შეხვდებიან ეს შპანა ტრამპი და პუტინი და მათ ცხელ ტვინებში ეს იქნება "იალტა 2" . იმედი აქვთ რომ ევროპას და მსოფლიოს შეაგებებენ სამპოლუსიან მსოფლიო წესრიგს და ევროპაც და მსოფლიოც ამ ყველაფერს შეიზელს. ის თუ ახსოვთ რომ იალტაში კიდევ ერთი დიდი ქვეყანა დიდი ბრიტანეთი იყო და მისი თანხმობით შედგა მაშინდელი წესრიგი? მემარჯვენეები, მითუმეტეს ზვიადის დამამხობლები და ტრამპისტები ამ ყოველივეს როგორ დაიჯერებთ, მაგრამ არაუშავს. ხო, ბატკა ლუკაშენკოც დაგემატათ ტრამპისტებს რიგებში. ტრამპისტი ვარო. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ასეთი მოკავშირე ნამეტნავად გამოგადგებათ ოპოზიციონერ ტრამპისტებს," - წერს თეიმურაზ ზაქრაძე