ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Georgian Airways-ი თბილისსა და მილანს შორის ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.

„მილანის მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესრულდება კვირაში სამი სიხშირით – ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას.

ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც,“ -  აღნიშნულია ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.