2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 712 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 124 მილიონი ლარით მეტია.

საბანკო სექტორის მთლიანი მოგების 87% ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის. „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკის“ და „ლიბერთი ბანკის“ მოგება კი სექტორის მოგების 91%-ს შეადგენს. 

კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2024 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით:

ბანკი წმინდა მოგება
საქართველოს ბანკი 355 მილიონი ლარი;
თიბისი ბანკი 266 მილიონი ლარი;
ლიბერთი ბანკი 25 მილიონი ლარი;
ბაზის ბანკი 17 მილიონი ლარი;
პროკრედიტ ბანკი 11 მილიონი ლარი;
კრედო ბანკი 11 მილიონი ლარი;
ქართუ ბანკი 8 მილიონი ლარი;
ტერა ბანკი 8 მილიონი ლარი;
ხალიკ ბანკი 5 მილიონი ლარი;
იშ ბანკ 4 მილიონი ლარი;
ზირაათ ბანკი 1 მილიონი ლარი;
პაშაბანკი 1 მილიონი ლარი;
ვი–თი–ბი ბანკი 1 მილიონი ლარი;
პეივბანკი 0 მილიონი ლარი;
პეისერა -0.3 მილიონი ლარი;
სილქ ბანკი -1.3 მილიონი ლარი.