2025 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 7.5%-ით გაიზარდა და 5.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტი“ კვლევაში წერს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 7.5%-ით გაიზარდა და 5.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისში რეზერვები წინა თვესთან შედარებით ასევე 7.1%-ით გაიზარდა (+331.3 მლნ აშშ დოლარი).
რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 აგვისტოს).
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივლისის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 15.1%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია ანალიზში.