„მხოლოდ ერთ წელში დასავლეთს ქვეყნებიდან 8 მლრდ დოლარი მივიღეთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი  ანალიტიკოსი, ბესო ნამჩავაძე წერს. მისი თქმით, „გაცილებით მეტის მიღება შეგვიძლია, თუ უფრო დავუახლოვდებით დასავლეთს და უკეთესი ეკონომიკური გარემო გვექნება. რუსული კანონი კი გვაშორებს დასავლეთს და აუარესებს ეკონომიკურ გარემოს“.

ბესო ნამჩავაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დასავლეთის ქვეყნებიდან 2023 წელს მივიღეთ:

- 1.2 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია

- 2 მილიარდი დოლარის ემიგრანტების გადმორიცხული თანხა

- 800 მილიონი დოლარის შემოსავალი საქონლის ექსპორტიდან

- 700 მილიონი დოლარის შემოსავალი ტურიზმიდან

- 700 მლნ დოლარის შემოსავალი სხვადასხვა მომსახურების ექსპორტით

- 1.5 მილიარდი დოლარის სესხები და დეპოზიტები ქართულ ბანკებში

- 500 მილიონი დოლარის სესხები ქართულ კომპანიებზე

- 800 მილიონი დოლარის სესხები და გრანტები საქართველოს მთავრობაზე

რაც არის ჯამში 8 მილიარდი დოლარი და ეს არ არის სრული სურათი, რადგან ყველა ეკონომიკური ურთიერთობები არ არის აღრიცხული ქვეყნების მიხედვით

მხოლოდ ერთ წელში 8 მილიარდი დოლარი!

და გაცილებით მეტის მიღება შეგვიძლია თუ უფრო დავუახლოვდებით დასავლეთს და უკეთესი ეკონომიკური გარემო გვექნება.

რუსული კანონი გვაშორებს დასავლეთს და აუარესებს ეკონომიკურ გარემოს“, - წერს ბესო ნამჩავაძე.