"პროცენტები მაღალია, მაგრამ ეს არის, რაც არის. ბანკის გარეშე ბიზნესს ვერ განავითარებ", - ამის შესახებ "ქართველის" დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ, გადაცემაში " სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან" განაცხადა.
წამყვანი დაინტერესდა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხით და იკითხა რა ტიპის კაპიტალი ფიგურირებს "ქართველის" შემთხვევაში. ამ კითხვაზე ჩხაიძის პასუხი ასეთია:
"ჩვენ ლიზინგის კომპონენტი გვაქვს გამოყენებული. დიდი ნაწილი დაფარული გვაქვს, მაგრამ გვაქვს ისევ ლიზინგთან და ბანკთან შეხება. ასევე გამოყენებული გვაქვს აგრო კრედიტი, რამაც გარკვეულწილად შეღავათი შექმნა, რაც კომფორტულია. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პროდუქტების შეთავაზება პირდაპირპროპორციულად აისახება ახალ- ახალი წარმოებების შექმნაზე. ეს ყველაფერი სტილს აძლევს მეწარმეს, რომ რაღაც შექმნას და ეს შეღავათი გამოიყენოს. ძალიან რთულია, მხოლოდ შენი კაპიტალით, ბანკით, რაიმეს გაკეთება. როცა სახელმწიფოს მხრიდან მონაწილეობაა, ეს დიდ სტიმულს გაძლევს. ძალიან ბევრმა საწარმომ ისარგებლა ამით სხვადასხვა სფეროში, რაც ძალიან კარგია."
ჯიმი ჩხაიძის აზრით, ქართული საბანკო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. კითხვაზე, რამდენად ხდება ამ დოვლათის გაზიარება უშუალოდ ბიზნესისადმი და რამდენად კარგი და საიმედო პარტნიორია ბანკი დღეს, ბიზნესმენი ასე პასუხობს:
"ბანკთან ურთიერთობა ყოველთვის რთულია, მაგრამ ასე თუ ისე ჩვენი საბანკო სისტემა მოწესრიგებულია და ვპარტნიორობთ ბანკთან, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ბიზნესის განვითარება ბანკის გარეშე არ არსებობს. ჩვენთან ეს სფერო ერთ-ერთი მოწინავეა. კი, პროცენტები მაღალია, რაღაცები იცვლება, მაგრამ საერთო ჯამში, ეს არის, რაც არის."