საკრედიტო სააგენტომ S&P-ის ცნობით ,საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ბოლო თვეებში გაიზარდა, რაც ძლიერი ტურისტული შემოსავლებითა და ფინანსური შემოდინებების შენარჩუნებით აიხსნება.

S&P-ის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს პოლიტიკური გაურკვევლობის ზრდის ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი ინტენსიურად ჩაერია სავალუტო ბაზარზე, რათა ლარის გაუფასურებაზე ზეწოლა შეემცირებინა. რეზერვების ყველაზე დიდი შემცირება სწორედ შარშან ოქტომბერში დაფიქსირდა, 628 მლნ დოლარით. მას შემდეგ ეროვნულმა ბანკმა აღიდგინა სარეზერვო პოზიციები უფრო მკაცრი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებისა და უცხოური რეზერვების მოთხოვნების ზრდით. S&P ელის, რომ რეზერვები ტურისტული სეზონის პიკზე კიდევ გაიზრდება.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ, ამის მიუხედავად, საქართველოს გაუარესებული ურთიერთობა ევროკავშირთან და აშშ-სთან და შიდა პოლიტიკური გაუარკვევლობის განახლებამ ადგილობრივი არჩევნების წინ, შესაძლოა გაუფასურების ზეწოლა ლარზე ხელახლა გაჩნდეს. ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი სავარაუდოდ, განაახლებს სავალუტო ბაზარზე ინტენვენციებს რომ შეამციროს გაუფასურების პროცესი და შეინარჩუნოს ბაზრის ნდობა.

ცნობისთვის, S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB/B დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურზე" შეინარჩუნა. S&P Global-ის პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს საშუალოდ 3.7% იქნება. ამავდროულად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე S&P Global-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა.

2025 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 331.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს სავალუტო რეზერვების ოდენობა 348 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.