სადაზღვევო კომპანიების ფინანსური შედეგების თანახმად, დაზღვეული ტვირთების რაოდენობამ 2023 წლის განმავლობაში 46 000-ს გადააჭარბა, რაც თითქმის 13 000-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ტვირთების დაზღვევის რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

თიბისი დაზღვევა - 17 970;

ჯი პი აი ჰოლდინგი - 10 942;

ალდაგი - 6579;

ევროინს ჯორჯია - 3681;

ალფა - 1735.

კომპანიებმა 2023 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სულ 14.7 მლნ ლარზე მეტი პრემია მოიზიდეს, რაც 2022 წლის შედეგზე დაახლოებით 20%-ით მეტია (2022 წელს 12.2 მლნ ლარი იყო). ყველაზე მეტი „ალდაგმა“ მოიზიდა 5 131 871 ლარი, მეორეზე „ირაოა“ 3 140 230 ლარით, მესამეზე „ჯი პი აი ჰოლდინგი“ 3 133 598 ლარით, მეოთხე და მეხუთე ადგილს კი შესაბამისად „თიბისი დაზღვევა“ (1 365 749 ლარი) და „ევროინს ჯორჯია“ (487 530 ლარი) ინაწილებენ.

რაც შეეხება ანაზღაურებულ ზარალს, გასულ წელს ტვირთების დაზღვევის სახეობაში, 1.5 მლნ ლარის ზარალი ანაზღაურდა. ყველაზე მეტი ზარალი, „ალდაგმა“, „ჯი პი აი ჰოლდინგმა“ და „ირაომ“ აანაზღაურეს.