საერთაშორისო ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემებით, რუსული Urals-ის ნავთობის ფასი აპრილის ბოლოს ბარელზე 50 დოლარს ჩამოსცდა. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.
ფასები რუსულ ნავთობზე აპრილის დასაწყისშიც დაეცა, თუმცა მხოლოდ ერთი დღით. ფასზე უარყოფითად მოქმედებს OPEC+-ის გადაწყვეტილება წარმოების გაზრდის შესახებ და სავაჭრო ომები.
30 აპრილის მონაცემებით, FOB პრიმორსკის ბაზაზე (დატვირთვის პორტში) ურალის ფასი წინა დღის 50.1 დოლარიდან ბარელზე 48.87 დოლარამდე დაეცა, ხოლო FOB ნოვოროსიისკის ბაზაზე მისი ღირებულება ბარელზე 50.7 დოლარის შემდეგ 49.82 დოლარი იყო.
6 მაისის ინფორმაციის თანახმად, პრიმორსკში ურალის ნავთობის ფასი ბარელზე 48,6 დოლარი იყო, ხოლო ნოვოროსიისკში - 49,55 დოლარი.